გიორგი გახარია: საპოლიციო დანაყოფებისათვის სოციალური პაკეტები გაიზრდება

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებით, ოპტიმიზაციის ძირითადი აქცენტი იმაში მდგომარეობს, რომ ხდება სამოქალაქო თანამდებობებიდან რუსერსის საპოლიციო დანაყოფებში გადატანა.
გახარიას თქმით, ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი, რადგან ყურადღების ცენტრში ერთმნიშვნელოვნად საპოლიციო დანაყოფები იქნება და შესაბამისად, მათი შრომის პირობებიც ერთმნიშვნელოვნად იქნება გაუმჯობესებული.
„უკვე ვმუშაობთ ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებზე, როგორიცაა: სოციალური პაკეტი, წახალისების სისტემა, საკადრო განვითარების და ზრდის სისტემა. ამასთან, პოლიციელისათვის ძალზე მნიშვნელოვანია ტექნიკური აღჭურვილობა. ხშირად სამხრე კამერა პოლიციელს უფრო იცავს, ვიდრე მოქალაქეს – სამწუხაროდ, ასეც ხდება ხოლმე. დღეს, სამინისტროში მიმდინარე ოპტიმიზაციის ძირითადი მიზანი გახლავთ სამოქალაქო თანამდებობებიდან რესურსების საპოლიციო დანაყოფებზე გადმოტანა. სოციალური პაკეტები იქნება გაზრდილი საპოლიციო დანაყოფებისათვის. მათ სოციალურ უზრუნველყოფას განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები