“მზადყოფნას გამოვთქვამთ, სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის მოგების გადასახადის მოხსნასთან დაკავშირებული საკითხი განვიხილოთ”

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, „ევროპული საქართველოს“ წევრ სერგო რატიანის ინიციატივას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის მზადაა, სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის მოგების გადასახადის მოხსნასთან დაკავშირებით დაყენებული საკითხი განიხილოს.

„რაც შეეხება მოგების გადასახადს, მინდა ვთქვა, რომ განსხვავებულ პირობებში არიან სახელმწიფო უნივერსიტეტები. ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ ეს საკითხი განვიხილოთ. ნამდვილად ალბათ, გარკვეულწილად პარიტეტი უნდა აღდგეს, თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდებიან, 14 მილიონ ლარზე მეტს იღებენ ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის, მოგეხსენებათ, რომ ასეთი დახმარება კერძო სასწავლებლებს არ აქვთ. იმ თანხასთან შედარებით, რასაც უნივერსიტეტი სახელმწიფოსგან იღებს, გადასახადი, რომელსაც ის იხდის სახელმწიფოში, გაცილებით მცირეა, თუმცა, გადასახადის წნეხის მინიმუმამდე დაყვანა არის ჩვენი ამოცანა და თანდათან, სავარაუდოდ, ეს პარიტეტიც აღსადგენია“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი ინიციატივით გამოვიდა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებს მოგების გადასახადი მოეხსნათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები