პრემიერი: პენსიონრებს არაადეკვატურად მაღალი საპროცენტო განაკვეთი არ უნდა ჰქონდეთ

“გარკვეული მექანიზმები შემოსაღებია, რომ პენსიონრებს, პენსიით უზრუნველყოფილ სესხზე, არაადეკვატური საპროცენტო განაკვეთი არ ჰქონდეთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პენსიონერის არაადეკვატურად მაღალი საპროცენტო განაკვეთისთვის, გარკვეული რეგულაციები იქნება საჭირო.
„რაც შეეხება პენსიონრების საკითხს, საპარლამენტო გუნდთან ერთად განვიხილეთ, რომ გარკვეული მექანიზმებია შემოსაღები. როდესაც პენსიონერი საკუთარი მომავალი პენსიების უზრუნველყოფით იღებს სესხს, მას არ ჰქონდეს არაადეკვატურად მაღალი საპროცენტო განაკვეთი. ალბათ, გარკვეული რეგულაციები იქნება აქ საჭირო. ჩვენ სიამოვნებით განვიხილავთ ამ ინიციატივებს. თუმცა, ის, რომ პენსიები ერთ ბანკშია, ტენდერით გადაწყდა, მაგრამ თუ რამე პრობლემებია ამ მიმართულებით, მზად ვართ, მათ შორის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროც, ჩაერთოს და განვიხილოთ ეს საკითხები“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები