gwp ხვალ, გორგასლის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემაზე ახალ ურდულებს დაამონტაჟებს

კრწანისის რაიონში, გორგასლის ქუჩაზე, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”  წყალმომარაგების სისტემაზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს. შედეგად გორგასლის ქუჩის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც  ხვალ, 22 დეკემბერს, 21:00 საათიდან 23 დეკემბრის, დილის 07:00  საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

კრწანისის რაიონში: გორგასლის  ქუჩის ნაწილს და გასახვევს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით –  www.gwp.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები