თამარ ჩუგოშვილი: ჩვენი საზოგადოება ტრავმირებულია იმ გამოცდილებით, რომელიც წინა ხელისუფლებიდან მივიღეთ

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან დანაშაულის ჩადენა ან გადაცდომა ეს არის, რაც არსებობს ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ ქვეყანაში ხდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ჩუგოშვილის თქმით, მნიშვნელოვანია არსებობდეს ასეთ ფაქტებზე ეფექტური და დროული რეაგირების მექანიზმები. „ჩვენი საზოგადოება არის ტრავმირებული იმ გამოცდილებით, რომელიც წინა ხელისუფლებიდან მივიღეთ, როდესაც დაუსჯელობის სინდრომმა ქვეყანა მიიყვანა სისტემურ და უმძიმეს ადამიანის უფლებების დარღვევის ფორმამდე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ მიმართულებით ეფექტურ და პოზიტიურ ნაბიჯებს ვდგამთ, განსაკუთრებით სასჯელაღსრულების სისტემაში, მაგრამ ვფიქრობ, საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ შეიძლება გარკვეული გადაცდომა თუ დანაშაული ეფექტური გამოძიების გარეშე დარჩეს. ამ თუნდაც განცდის მოხსნა სხვა ეტაპზე გადაიყვანდა ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხს საქართველოში“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები