„მწვანეების“ ლიდერი გარემოს დაცვაზე გიორგი კვირიკაშვილის გზავნილებს პოზიტიურად აფასებს

თქვენ აღნიშნეთ, რომ ერთად უნდა გამოვუცხადოთ ტყის განადგურებას ომი და აბსოლუტურად გეთანხმებით ამაში – ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „მწვანეთა პარტიის“ ლიდერმა გიორგი გაჩეჩილაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილის მისამართით განაცხადა.
“ბატონო გიორგი, შვება ვიგრძენი თქვენი გამოსვლის შემდეგ, როდესაც თქვენ გარემოს დაცვაზე ისაუბრეთ. გარემოს დაცვის სფერო იქნება პრიორიტეტული და დაფინანსებაც იქნება გაზრდილი, თქვენ აღნიშნეთ, რომ ერთად უნდა გამოვუცხადოთ ტყის განადგურებას ომი და აბსოლუტურად გეთანხმებით ამაში. ვფიქრობ, რომ ახალ კოდექსში ეს პრინციპი აისახება”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები