რომან კაკულია: პრემიერმა პროფესიულ განათლებას დამსახურებული ადგილი მიანიჭა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ, პროფესიული განათლების მიმართულებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილის მიერ წარდგენილი გეგმები დადებითად შეაფასა.
შესაბამისი განცხადება კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა.
“პრემიერ-მინისტრმა დამსახურებულად და ზუსტი ფორმულირებით მიანიჭა პროფესიული განათლების თემას ის ადგილი, რომლის გარეშეც მთელი ჩვენი ეკონომიკური ხედვა თავის საბოლოო მიზანს ვერ მიაღწევს წარმატებულად”, – განაცხადა კაკულიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები