სოფელ ბასილეთში სახლი, რომელშიც 6–სულიანი ოჯახი ცხოვრობდა, მთლიანად დაიწვა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბასილეთში, ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა.
სახლში ცოლ – ქმარი ოთხ შვილთან ერთად ცხოვრობდა.
როგორც „კვირას“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ განუცხადა, ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს, რომ დაზარალებულ ოჯახს სახლს უქირავებენ, გაზაფხულზე კი, სამშენებლო მასალით დაეხმარებიან.
„დაზარალებულ ოჯახს სახლს ვუქირავებთ და პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად თანხას გამოვუყოფთ. გაზაფხულზე კი, სამშენებლო მასალით შევძლებთ დახმარებას, სახლი მთლიანად დამწვარია, თუმცა საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. ”, – განუცხადა „კვირას“ ირაკლი კუჭავამ.
„კვირას“ ინფორმაციით, სახლში ცეცხლი შეშის ღუმელიდან გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები