მიხეილ სააკაშვილი უკრაინის იუსტიციის სამინისტროს სასამართლოში უჩივის

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, კიევის საქალაქო სასამართლოში,  უკრაინის იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ, საჩივარი შეიტანა. ის ითხოვს, რომ ქართული მხრიდან მოთხოვნის საფუძველზე, მის მიმართ წარმოებული საექსტრადიციო შემოწმება უკანონოდ ცნონ. ამის შესახებ ბრიფინგზე სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი იუწყება.
უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სააკაშვილის მიმართ შემოწმება ნოემბერში დასრულდებოდა, თუმცა, ეს არ მოხდა. სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, უკრაინამ ექსტრადიციის თაობაზე, უკვე ორჯერ უთხრა საქართველოს უარი. ის იმედოვნებს, რომ სასამართლო სამართლიანად მოიქცევა, რის შედეგადაც აუკრძალავს სამინისტრომ ამ შემოწმების გაგრძელებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები