ქუთაისში ბუნებრივი აირის გაჟონვას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, უბედურ შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევის მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით ცხედრებს დაზიანებები არ აღენიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები