ზაზა პაპუაშვილი: მელიას ნახევარი საქართველო აგინებს და პრემიერმა რომ შეაგინოს, რა მოხდება?

„მელიას ნახევარი საქართველო აგინებს და პრემიერმა რომ შეაგინოს, რა მოხდება? არ იმსახურებს თუ რა?„ – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი პარლამენტში, გუშინ მომხდარ ინციდენტს.
ზაზა პაპუაშვილი პრემიერ-მინისტრის გუშინდელ საქციელს ამართლებს და ამბობს, რომ მას სხვა გზა არ ჰქონდა.
„პრემიერი ხომ ადამიანია, ქვა და რკინა ხომ არ არის? მელიას ნახევარი საქართველო აგინებს და პრემიერმა რომ შეაგინოს, რა მოხდება? არ იმსახურებს თუ რა? ყველამ უნდა იცოდეს როგორ უნდა მიმართოს, როგორ უნდა მოიქცეს და აქვს კი უფლება, ასე მიმართვის?! ეს ხალხი არ უნდა იყოს პარლამენტში. აი ეს არის უბედურება,“ – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ნიკანორ მელიას ადგილი არ არის.
მათიკაშვილი მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობას“ აკისრებს.
„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი. პროვოკაციაზე წასვლა, პროვოკაციებით მართვა პროცესების, ზოგადად. ეს ჩვენ ვიხილეთ არაერთგზის რამდენიმე წლის წინ, როდესაც 9-წლიანი მართვა ჰქონდა მათ ხელისუფლებას. იგივე დღის წესრიგით აგრძელებს მოქმედებას „ნაციონალური მოძრაობა.“ ნიკანორ მელია არის ადამიანი, რომლის ადგილი პირდაპირ შემიძლია გითხრათ, არ არის ქართულ პოლიტიკურ სივრცეში,“-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები