“ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების სახელით, მადლობას ვუხდი პრემიერს”

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისთვის, სახელმწიფო უწყებებში, სტაჟირების საპილოტე პროგრამის ამოქმედებისთვის, მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრს.
ამის შესახებ, უმრავლესობის წევრმა სავალან მირზოევმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განაცხადა და დაინტერესდა, რა პერსპექტივები აქვთ სტუდენტებს, რომლებიც სახელმწიფო უწყებებში სტაჟირებას გაივლიან, შემოდგომი დასაქმების კუთხით.
„მოგეხსენებათ, რომ წინა წელს ამოქმედდა სტაჟირების საპილოტე პროგრამა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სახელმწიფო უწყებებში, ვიცით, რომ აღნიშნული პროგრამა მთავრობამ მიიღო დადგენილების დონეზე, რაც მისასალმებელი და ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სტუდენტების და ახალგაზრდების სახელით, მადლობა გადავუხადო პრემიერ–მინისტრს, აღნიშნული პროგრამის მხარდაჭერისთვის“- განაცხადა მირზოევმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები