ქანთარია კვირიკაშვილს: „როდესაც ეს თანამდებობა დაიკავეთ, არ ჩანდა, რომ მტრები გყავდათ, ახლა კი ისინი საკმაოდ გამოჩნდნენ

„როდესაც ეს თანამდებობა დაიკავეთ, არ ჩანდა, რომ მტრები გყავდათ. ახლა კი ისინი საკმაოდ გამოჩნდნენ და ბევრი შხამითაც არიან გავსებულები, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ სწორად მიგყავთ საქმე და დარწმუნებული ვარ, მათ ეს შხამი თვითონვე მოინელებთ, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ პლენარულ სხდომაზე და მას მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილი ”ძალიან კარგი” პრემიერ-მინისტრია.
”მინდა დიდი მადლობა გითხრათ ადამიანური, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, წარმოდგენილი ანგარიშისთვის. თუ არ ვცდები მეხუთედ მიხდება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება და მინდა გითხრათ, რომ ყოველი ნდობის შემდეგ, გარკვეული ეტაპები იწყებოდა ხოლმე. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ახლა იწყება სწორედ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ამ სტრუქტურული გაერთიანების შემდეგ. ჩემი ნაცხოვრები წლები მაძლევს საშუალებას ვთქვა, რომ თქვენ ხართ მართლაც ძალიან კარგი პრემიერ-მინისტრი. როდესაც ეს თანამდებობა დაიკავეთ, არ ჩანდა, რომ მტრები გყავდათ. ახლა კი ისინი საკმაოდ გამოჩნდნენ და ბევრი შხამითაც არიან გავსებულები, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ სწორად მიგყავთ საქმე და დარწმუნებული ვარ, მათ ეს შხამი თვითონვე მოინელებთ”, – განაცხადა ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები