გიორგი კვირიკაშვილმა 2018 წელი საყოველთაო ჩართულობის და დიალოგის წლად გამოაცხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენილმა გიორგი კვირიკაშვილმა 2018 წელი საყოველთაო ჩართულობის და დიალოგის წლად გამოაცხადა.
ამის შესახებ მან პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, სურვილი აქვს, გაფართოვდეს საზოგადოების წარმომადგენლების ის წრე, რომლებთანაც შესაძლებელი იქნება ცივილიზებული დიალოგი.
„2018 წელი მინდა გამოვაცხადო საყოველთაო ჩართულობის და დიალოგის წლად. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ჩვენ გავაფართოვოთ ის წრე ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლების, რომლებთანაც შესაძლებელი იქნება ცივილიზებული დიალოგი, კრიტიკის მოსმენაც, გათვალისწინება ძალიან ბევრი წინადადების და მეტი ჩართულობა იმისათვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს საკუთარი თავი ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის, ქვეყნის განვითარების პროცესის მონაწილედ.
პარლამენტის ჩართულობა ამ მიმართულებით იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და მე თხოვნა მაქვს, შევიმუშავოთ კონკრეტული გეგმა, თუ როგორ განვახორციელებთ ამ ნაბიჯებს თქვენთან ერთად“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები