დავით სერგეენკო: ადამიანურად ძალიან რთულია, ასეთ პროვოკაციებზე თავი შეიკავო

„ადამიანურად ძალიან რთულია, ასეთ პროვოკაციებზე თავი შეიკავო“, – ასე ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გუშინ, პარლამენტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა.
“შეიძლება, ადამიანმა თავისი ქვეყნისთვის, ან ოჯახისთვის სიცოცხლე დათმოს, მაგრამ ღირსება ისეთი რამეა, რასაც ვერც ერთი ნორმალური ადამიანი ვერაფრის გულისთვის ვერ დათმობს. ადამიანურად, ამ შემთხვევის, ძალიან მესმის”, – განაცხადა სერგეენკომ.
გუშინ, ახალი მთავრობის წევრებისა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრების შეხვედრაზე, გიორგი კვირიკაშვილსა და ნიკა მელიას შორის დაპირისპირება მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები