სოზარ სუბარი: პარლამენტში ძველი ბიჭების და კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების ადგილი არ არის

„პარლამენტში არ არის ადგილი ძველი ბიჭების, მოხულიგნო ელემენტებისა და კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების“, – ასე გამოეხმაურა პრემიერსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას შორის მომხდარ დაპირისპირებას დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი.
მინისტრმა „კრიმინალებად“ მელია და მისი თანაგუნდელები დაასახელა.
„დღეს მთავრობის შემადგენლობა, რა თქმა უნდა, იქნება მხარდაჭერილი. მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა არის ერთი გუნდი და ასე იქნება ყოველთვის იმიტომ, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა ავტომატურად გულისხმობს ამას. რაც შეეხება ოპოზიციას, დიდი ნაწილისთვის მთავარი თემა წლების განმავლობაში იყო ადამიანის უფლებების დარღვევა, ღირსების შელახვა და ასე აგრძელებს ცხოვრებას დღესაც. გული სტკივათ და სული აწუხებთ იმის გამო, რომ დღეს ის შესაძლებლობები არ აქვთ, რაც ადრე ჰქონდათ და რასაც აკეთებდნენ ციხეებში თუ სხვაგან. ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ ღირსება, უღირსად იქცევიან ყველგან, ყოველთვის, ყველასთან. პარლამენტში არ არის ადგილი ძველი ბიჭების, მოხულიგნო ელემენტებისა და კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების. ესენი არიან მელია და მისი თანაგუნდელები“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები