წინასაახალწლოდ, თბილისის მეტროში მატარებლების მოძრაობის ინტერვალი მცირდება

მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესებისა და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე („ახმეტელის თეატრი“ – „ვარკეთილი“), პიკის საათებში მატარებლების მოძრაობის ინტერვალი მცირდება. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კერძოდ, 21 დეკემბრიდან ახალ წლამდე, თბილისის მეტროს პირველ ხაზს 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე, ორი მოძრავი შემადგენლობა დაემატება.

მატარებლები სამწუთიანი შუალედით იმოძრავებენ. გარდა ამისა, 30-31 დეკემბერს, თბილისის „მეტროპოლიტენი“ შაბათ-კვირის განრიგის ნაცვლად, სამუშაო დღეების განრიგითა და ინტერვალით იმუშავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები