ირაკლი სესიაშვილი: „ნაცმოძრაობა“ პროვოკაციებით მართავდა ქვეყანას და ზუსტად იგივე განწყობით რჩებიან ოპოზიციაში

„ნაციონალური მოძრაობა“ მთელი თავისი მმართველობის მანძილზე, პროვოკაციებით მართავდა ამ ქვეყანას და ზუსტად იგივე განწყობით რჩებიან ოპოზიციაში“, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ირაკლი სესიაშვილი პარლამენტში გუშინ გიორგი კვირიკაშვილისა და ნიკა მელიას შორის სიტყვიერ დაპირისპირებას.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ქმედებები იყო სამარცხვინო, ხოლო კვირიკაშვილის პასუხი, _ ღირსეული.
„ნაციონალური მოძრაობა“ მთელი თავისი მმართველობის მანძილზე პროვოკაციებით მართავდა ამ ქვეყანას და ამის გამო ჩვენი ქვეყანა რამდენჯერმე აღმოჩნდა საფრთხის და გარკვეული რისკების წინაშე, ზუსტად იგივე მეთოდოლოგიით, ზუსტად იგივე განწყობით რჩებიან ოპოზიციაში. გუშინ იყო სირცხვილი მათი ქცევა, ჩემი აზრით, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია, რაზეც პრემიერმა ძალიან ღირსეულად უპასუხა,“- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. გუშინდელ ინციდენტს უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი არჩილ თალაკვაძე აფასებს.
არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ენმ-მ კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ ის არის მარგინალური ძალა.
„გამოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ისეთივე დესტრუქციულია ოპოზიციაში, როგორიც ის იყო ხელისუფლებაში ყოფნის დროს,“-აცხადებს თალაკვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები