ზუგდიდში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის შეხვედრა გაიმართა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, რომელსაც მხარის რწმუნებული-გუბერნატორი ლევან შონია და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდნენ, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის სხდომა გაიმართა.

საკოორდინაციო შტაბის წევრებს, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების და სამომავლო გეგმების შესახებ, ინფორმაცია ზურაბ ჩეკურაშვილმა მიაწოდა. მან  ყურადღება სახელმწიფოს ხედვასა და მომავალი წლის სამოქმედო გეგმის ძირითად პრიორიტეტებზე გაამახვილა.  დასავლეთ საქართველოში მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები, შემუშავებული სტრატეგიის თანახმად, მომავალ წელსაც გაგრძელდება. თითოეული რგოლის, განსაკუთრებით, მოსახლეობის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.

„სახელმწიფოს ქმედებები იქნება კოორდინირებული და თანმიმდევრული, რათა გავუმკლავდეთ ამ რთულ გამოწვევას”,- აღნიშნა ზურაბ ჩეკურაშვილმა

შეხვედრას საკოორდინაციო შტაბის წევრები,  სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონების მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები