ფონიჭალაში ცენტრალური პარკი შენდება

კრწანისის გამგეობის დაფინანსებით, ზემო ფონიჭალაში ცენტრალური პარკის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი რეკრეაციული სივრცე 8 000 კვ.მ-ს მოიცავს. აღნიშნული ტერიტორიის თითქმის სრული ნაწილი ამ დრომდე აუთვისებელი იყო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

პარკში უკვე დასრულებულია განათების ქსელისა და სარწყავი სისტემის მონტაჟი, ასევე, დენდროლოგიური სამუშაოები. მოეწყო გამწვანების თარგები, სადაც 15 სახეობის მცენარე, მათ შორის, ოთხმეტრიანი ხეები და ბუჩქოვანი ნერგები დაირგო.

ამ ეტაპზე, ფონიჭალის ცენტრალურ პარკში ბილიკებისა და შადრევანის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, დასავენებელი სივრცე შესაბამისი ინვენტარით სრულად აღიჭურვება.

პროექტის ღირებულება დაახლოებით, ნახევარ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. ახალი პარკით მოსახლეობა მომავალი წლიდან ისარგებლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები