გიორგი კვირიკაშვილი: ქალთა მიმართ და ოჯახურ ძალადობასთან დაკავაშირებით კანონი უნდა გამკაცრდეს

ქალთა მიმართ და ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით კანონი უნდა გამკაცრდეს,-ამის შესახებ
პრემიერ- მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

კვირიკაშვილის თქმით, ამ მიმართულებით აქამდე გადადგმული ნაბიჯები არასაკმარისი აღმოჩნდა.

პრემიერ–მინისტრობის კანდიდატის თქმით, აუცილებელია გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა.

„პირადად მე ძალიან მაწუხებს ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობა. ეს არის ერთ–ერთი უდიდესი გამოწვევა ჩვენი საზოგადოების, რომელსაც აქვს როგორც კულტურული, ასევე სხვა მიზეზები და ამ მიმართულებით აუცილებლად მოგვიწევს ძალიან გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა.

მინდა შემოგთავაზოთ ამ მიმართულებით, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო გავამკაცროთ კანონის აღსრულება იმისათვის, რომ არ ხდებოდეს ეს უბედურება, რაც ჩვენს ქვეყანაშია. სამწუხაროდ, ის ნაბიჯები, რომელიც აქამდე გადავდგით, არ აღმოჩნდა საკმარისი და კიდევ მოგვიწევს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები