“ზეგ დავამტკიცებთ პრემიერ-მინისტრს და მთავრობის შემადგენლობას, შესაბამისად ჭორები და სპეკულაციები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით არსებულ მოსაზრებებზე საუბრისას განაცხადა, რომ ამ თემაზე ჭორები და სპეკულაციები საფუძველს არის მოკლებული.
მისივე თქმით, ხვალ პარლამენტი მთავრობის განახლებული შემადგენლობის განხილვას იწყებს, ხოლო 21 დეკემბერს მთავრობას ნდობას გამოუცხადებს.
”ხვალ წარედგინება პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა. გაიმართება საკომიტეტო განხილვები, შემდეგ შედგება შეხვედრები პოლიტიკურ ჯგუფებთან და ამ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს პრემიერ-მინისტრი. ამის საფუძველზე ზეგ უკვე ნდობას გამოვუცხადებთ მთავრობის შემადგენლობას. რაც შეეხება ჭორებს პრემიერის გადადგომის თაობაზე, ჭორებსაც ვერ დავარქმევ ამას და ბუნებრივია, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. ჩვენ ზეგ დავამტკიცებთ პრემიერ-მინისტრს და მთავრობის შემადგენლობას და შესაბამისად, ჭორები და სპეკულაციები არის მოკლებული ყოველგვარ საფუძველს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები