მიხეილ სააკაშვილი: შესვენებას ვაცხადებთ
„შესვენებას ვაცხადებთ“, – ამის შესახებ პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა განმარტა, რომ მის მიერ ორგანიზებული მასობრივი საპროტესტო აქციები ახალი წლის დღესასწაულის შემდეგ განახლდება.
„საახალწლო და შობის პერიოდში შესვენებას ვაცხადებთ. ეს მხოლოდ საახალწლო დღესასწაულებს უკავშირდება“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები 17 ოქტომბრიდან ყოველ კვირას ატარებენ საპროტესტო აქციებს. მათი მთავარი მოთხოვნა პეტრო პოროშენკოს გადადგომაა.