სოფო კილაძე: ეს ისეთი მთავრობა და პრემიერ-მინისტრია, რომელიც ნდობის გამოცხადებას იმსახურებს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მთავრობა და პრემიერ-მინისტრი ნდობის გამოცხადებას ნამდვილად იმსახურებენ. როგორც მან აღნიშნა, პროგრამა, რომელიც “ ქართულ ოცნებას” დაანონსებული ჰქონდა, ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდება და კეთდება.
“დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა მთავრობის შემადგენლობას მხარს დაუჭერს და მთავრობას ერთსულოვნად დავამტკიცებთ, რადგან ვფიქრობ, რომ ქვეყნის სასიკეთოდ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა. ის პროგრამა, რომელიც “ქართულ ოცნებას” დაანონსებული ჰქონდა, ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდება და კეთდება. მთავრობას სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კითხვებს, რა თქმა უნდა, დავუსვამთ. იმ პროგრამას, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი, დეტალურად განვიხილავთ. თუმცა მგონია, რომ ეს ისეთი მთავრობა და ისეთი პრემიერ-მინისტრია, რომელიც დამტკიცებასა და ნდობის გამოცხადებას ნამდვილად იმსახურებს”,- განაცხადა კილაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ხუთშაბათს, რიგგარეშე სესიაზე დაამტკიცებს. ხვალ კი მინისტრთა კაბინეტს კომიტეტების, უმრავლესობის, უმცირესობისა და ფრაქციების ფორმატში მოუსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები