ხელთუბნის სკოლის სამი მოსწავლე საავადმყოფოდან უკვე გაწერეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის საჯარო სკოლის მე-3 გაკვეთილზე 4 მოსწავლე შეუძლოდ გახდა, – ამის შესახებ „კვირას“ სკოლის დირექტორმა ფიქრია მუმლაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ოთხივე ბავშვს გაკვეთილზე მუცელი ასტკივდა და სასწარაფო ბრიგადა გამოიძახეს.
როგორც „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, 112-ში სოფელ ხელთუბნის სკოლაში, 4 მოსწავლის შესახებ ინფორმაცია, დილის 11 საათსა და 04 წუთზე შევიდა.
მათივე ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმებმა 4 მოსწავლე გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კლინიკა „იავნანაში“, მოსწავლეებს პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარეს და ამ დროისათვის 3 ბავშვი უკვე სახლში გაწერეს.
როგორც „კვირას“ სკოლის დირექტორმა განუცხადა, ამ დროისათვის კლინიკაში მხოლოდ ერთი მოსწავლე რჩება, რომელსაც პრევენციის მიზნით, გადასხმას უკეთებენ.
სკოლის დირექტორი „კვირასთან“ საუბრისას კატეგორიულად გამორიცხავს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მისი მოსწავლეები ინტოქსიკაციის შედეგად მოიწამლნენ.
ამ წუთებში სკოლის დირექტორი კლინიკაში იმყოფება.
„ეს მოხდა მე-3 გაკვეთილზე. ერთ-ერთს მუცელი ასტკივდა და ამის შემდეგ კიდევ სამმა მოსწავლემ, მუცლის არეში ტკივილი იგრძნო. დაუყოვნებლივ გამოვიძახეთ სასწრაფო ბრიგადა. ერთ-ერთმა მათგანმა აღნიშნა, რომ სკოლაში მშიერი წამოვიდა, დანარჩენებმა კი, ცივი წყალი დავლიეთო. საავადმყოფოში გასინჯეს და 3 მათგანი უკვე სახლში გაწერეს. ხოლო ერთ-ერთს გადასხმა უკეთედება“, – აღნიშნა ფიქრია მუმლაძემ.
ამასთან, სკოლის დირექტორმა კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, რომ თითქოსდა სკოლაში 6 მოსწავლე მოიწამლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები