ეროვნული სატყეო პროგრამის მეოთხე პლენარული შეხვედრა გაიმართა

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ეროვნული სატყეო პროგრამის მეოთხე პლენარული შეხვედრა გაიმართა.
საერთაშორისო დონორი და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სატყეო სექტორის, როგორც დარგის განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრა. შეხვედრის მონაწილეებს ასევე, მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა მიმართა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ 2013 წელს დაიწყო ეროვნული სატყეო პროგრამა, რომელსაც კოორდინაციას უწევს სატყეო პოლიტიკის სამმართველო. ეროვნული სატყეო პროგრამის მიზანია საქართველოში სატყეო სექტორის რეფორმის ხელშეწყობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობა.
ეროვნული სატყეო პროგრამის მეოთხე პლენარულ შეხვედრაზე სატყეო რეფორმის ბოლო 2 წლის პროგრესი შეაჯამეს, სადაც წარმოდგენილი იყო 2016-2017 წლის განმავლობაში მომზადებული დოკუმენტები: ტყის კოდექსის პროექტი, ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმები და ინდიკატორები, ასევე სატყეო განათლების სტრატეგია.
ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში შეიქმნა 9 სამუშაო ჯგუფი, გაიმართა 300-მდე სამუშაო შეხვედრა, ჩართულია 70-მდე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე აკადემიური წრეების, სამოქალაქო საზოგადოების, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების 270 – მდე წარმომადგენლი. ეროვნული სატყეო პროგრამა ხელს უწყობს თემატური და სტრატეგიული დოკუმენტების მომზადებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები