ირაკლი კობახიძე ქართველ ძიუდოისტებს გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქართველ ძიუდოისტებს გამარჯვებას ულოცავს.

„ვულოცავ ქართველ ძიუდოისტებს, ქომაგებს და სრულიად საქართველოს  ბრწყინვალე გამარჯვებას! ბექა ღვინიაშვილმა, ვარლამ ლიპარტელიანმა და ოთარ თუშიშვილმა ქართველ ხალხს სიხარული კიდევ ერთხელ მიანიჭეს და სიამაყით აღავსეს.

საქართველო ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ ჩვენი სპორტსმენები ნიჭის, თავდაუზოგავი შრომისა და გამორჩეული თავდადების მაგალითები არიან.

მადლობას ვუხდი ჩვენს ბიჭებს ყველაფრისთვის, რაც ამ შედეგის მისაღწევად გააკეთეს, მადლობას ვუხდი მწვრთნელებს და ყველას, ვინც მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ სანკტ-პეტერბურგში ქართული ჰიმნი სამჯერ აჟღერებულიყო“,- ნათქვამია ირაკლი კობახიძის მისალოც წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები