თბილისში საქველმოქმედო ფონდი “მომავლის გზა” გაძარცვეს

თბილისში, საქველმოქმედო ფონდი “მომავლის გზა” გაძარცვეს.
ოფისის თანამშრომლების ინფორმაციით, ოფისიდან საახალწლო საჩუქრებისთვის შეგროვებული თანხა, 500 ლარი და ძვირადღირებული ტექნიკა წაიღეს.

მათივე თქმით, წაღებულია სეიფიც, რომელშიც 600 ლარი იყო.

“როდესაც შემოვედი ვნახე, რომ კარი იყო ღია. შემდეგ, არ იყო ჩემი ლეპტოპი, წაღებული იყო. შემდეგ შევედი სხვა ოთახებში და იქ უკვე არეულობა დამხვდა,“ – განაცხადა საქველმოქმედო ფონდ ”მომავლის გზის” მენეჯერმა თიკო ხმალაძემ.

ძარცვა, სავარაუდოდ, ღამის 02:00 საათზე მოხდა, როცა შენობებში არავინ იმყოფებოდა. ფონდის თანამშრომლებს კარი გატეხილი, თანხა და აპარატურა კი წაღებული დახვდათ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 178-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები