ბარსელონაში ქართველი ახალგაზრდა მატარებელმა იმსხვერპლა

ესპანეთში, ბარსელონაში უბედური შემთხვევის შედეგად, საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.
„კვირას” ინფორმაციით, ბარსელონაში მყოფ ავთანდილ დ-ს მატარებელმა გადაურა.
ტრაგედიამდე, ის რკინიგზის ბაქანზე იდგა და რკინიგზის ლიანდაგებში ჩავარდა.
„კვირას“ ინფორმაციით, ავთანდილ დ. წარმოშობით ქუთაისელია.
„კვირას” ინფორმაცია, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა სამინისტროს დახმარებისთვის უკვე მიმართეს.
„ბარსელონაში საქართველოს საკონსულოში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ შესულა, თუმცა, საკონსულო საქმის კურსშია. გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს განცხადებით უკვე მიმართეს, სადაც გარდაცვლილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით დახმარებას ითხოვენ. დაწყებულია შესაბამისი პროცედურები“ – განუცხადეს „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები