კახა კალაძე: ეს არის ბიუჯეტი, რომელიც ჩვენს ქალაქს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე, სადაც თბილისის 2018 წლის ბიუჯეტი უნდა განიხილონ, განაცხადა, რომ ეს ბიუჯეტი არაა მისი და მისი თანაგუნდელების, ეს თბილისელების სურვილებზე მორგებული ბიუჯეტია.
მან სხდომაზე ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას, დედაქალაქში არსებული პრობლემები ჩამოთვალა და აღნიშნა, რომ სრულად აქვს გააზრებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა იყო დედაქალაქის მერი.
„ეკოლოგიური მდგომარეობა, საცობი, პარკინგი, ცხოველთა დაცვის კუთხით არსებული პრობლემები, უსახური შენობები და ქალაქში არსებული სხვა პრობლემების ფონზე მაქვს გააზრებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა, ვიყო თბილისის მერი. ჩვენ რევოლუციურ გარდასახვებს შევიტანთ ქალაქის განვითარებაში. ბიუჯეტი, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, არის არა ჩემი და ჩემი თანაგუნდელების ინტერესებზე, არამედ თბილისელების სურვილზე მორგებული. ვისაც თბილისისთვის სიკეთე სურს, ამ ბიუჯეტს მხარს დაუჭერს. ეს არის ბიუჯეტი, რომელიც ჩვენს ქალაქს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები