იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი დროებით გადაიკეტება

იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე გადაიკეტება, – ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“16 დეკმბერს, 00:00 სთ-დან – 17 დეკემბრის 23:00 სთ-მდე იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი, სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, გადაიკეტება.
სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დაკვეთით შპს „კაპიტელი“ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები