გიორგი დოხტურიშვილი ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა და ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

ვარკეთილის მესამე მასივში, რამდენიმე მისამართზე, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება.

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა და ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
ვარკეთილის ზედა პლატოს #5-ში საყრდენი კედელი მოეწყო. აღნიშნულ მისამართზე, წყალარინების ქსელიც შეიცვალა. ამ ეტაპზე კი საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
წყალარინების ქსელი ვარკეთილის მესამე მასივის, X კვარტლის, 23-ე კორპუსშიც შეიცვალა. უახლოეს პერიოდში კი სამგორის რაიონის გამგეობა საგზაო სამუშაოებს განახორციელებს.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯავახეთის ქ. # 23-შიც მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე, კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ”-მა სასმელი წყლის მილი გადაიტანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები