გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რუბენ სადოიანთან გამართა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას შეეხო. მხარეები ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მზარდ დინამიკას მიესალმენ და აღნიშნეს, რომ ამაზე მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტებიც მეტყველებს. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში, რომელიც 25-26 დეკემბერს შედგება და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტს სომხეთის რესპუბლიკაში, რომელიც მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები