პირველმა არხმა 20 ახალი „ჯიპი” შეიძინა – ერთი ავტომობილი 36 441 ლარი დაჯდა

პირველმა არხმა მაღალი გამავლობის, „სუზუკი ვიტარას“ მარკის 20 ახალი მსუბუქი ავტომობილი შეიძინა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსებისა და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორის, ნოდარ ჭიჭინაძის განცხადებით, ერთი ავტომობილი 36 441 ლარი 60 თეთრი დაჯდა, რაც რეალურ საბაზრო ფასზე 12 ათასი ლარით ნაკლებია.

ცნობისთვის, ავტომობილების შეძენაზე ელექტრონული ტენდერი იყო გამოცხადებული, მასში მონაწილეობდა ორი კომპანია – სს „ფრანს ავტო“ და შპს „ჯი-თი მოტორსი“.

ტენდერში „ჯი-თი მოტორსმა“ გაიმარჯვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები