მეუფე შიო: სახელმწიფო უნივერსიტეტი საწინდარი გახდა ეკლესიის აღორძინებისა

“მრავალი დიდი სასულიერო თუ საერო მოღვაწე აღიზარდა უნივერსიტეტში, ეს გახდა საწინდარი შემდგომ ეკლესიის აღორძინებისა”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ თსუ-ში „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ აღდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო უნივერსიტეტი ქვეყნის სულიერების გადარჩენის კერა იყო.
“გილოცავთ ყველას უდიდეს დღეს. უნივერსიტეტის დაარსება იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენს ისტორიაში. აქ ითქვა, რომ ეს იყო განათლების და კულტურის კერა, მაგრამ მე მგონი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასევე, ეს იყო სულიერი ღირებულების გადარჩენის კერაც. რამეთუ, მიუხედავად ათეისტური პერიოდისა, რომელიც გამოიარა უნივერსიტეტმა, პროფესურამ და სტუდენტობამ, ეს იყო კერა ჩვენი სულიერების გადარჩენისა. მრავალი დიდი სასულიერო თუ საერო მოღვაწე აღიზარდა უნივერსიტეტში, ეს გახდა საწინდარი შემდგომ ეკლესიის აღორძინებისა”, – აღნიშნა მეუფე შიომ და უნივერსიტეტი დალოცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები