ირაკლი აბესაძე: დავით ნარმანიას პოლიტიკური ჯილდო მიაკუთვნეს

„დავით ნარმანიასთვის, რომელიც სემეკის წევრად წარადგინეს, ეს არის პოლიტიკური ჯილდო მერობის დროს გატარებული პერიოდისათვის“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს დღეს, თბილისის საკრებულოში განუცხადა.
„ნარმანიას წარდგენა სემეკის წევრად მორიგი ნათელი მაგალითია, თუ როგორი პოლიტიკური ნეპოტიზმით არის დაკავებული ხელისუფლება. სემეკი თითქოს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოა და კარგად ვხედავთ, რომ ნარმანიასთვის ეს არის პოლიტიკური ჯილდო მერობის დროს გატარებული პერიოდისათვის. სემეკი არის ორგანო, რომელიც არეგულირებს დარგს, რომელიც ისედაც მძიმე დღეშია, დენის თუ გაზის ტარიფების გაძვირების საშიშროების წინაშე ვდგავართ და ასეთი არაპროფესიონალი კადრის წარდგენა სემეკის წევრად არაფერია გარდა იმისა, რომ ეს არის პოლიტიკური ჯილდო მისთვის“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
ცნობისათვის, გუშინ დედაქალაქის ყოფილი მერი დავით ნარმანია სემეკის წევრად წარადგინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები