ირაკლი ზარქუა: ოპოზიციური შოუებისთვის არ გვცალია, ჩვენ საქმეს ვაკეთებთ

“დღეს ჩვენ ვამტკიცებთ იმ ბიუჯეტს, სადაც ის დაპირებები და პრიორიტეტებია ასახული, რომელსაც მოსახლეობამ მისცა ხმა”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა.
ირაკლი ზარქუამ დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პრიორიტეტებზე დეტალურად ისაუბრა და სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები გამოყო.
მისი თქმით, მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით, სოციალური მიმართულება 10 მილიონი ლარით იზრდება. ასევე 330 მილიონიანი მატებაა ინფრასტრუქტურულ ნაწილში.
რაც შეეხება კახი კალაძის დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე მოსვლას, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ბიუჯეტის წარდგენაზე რეგლამენტი მერის მოსვლას არ ითვალისწინებს.
,,რეგლამენტი არ ითვალისწინებს მერის მოსვლას საკრებულოში და ეს ოპონენტმა კოლეგებმაც კარგად იციან. ოპოზიციური შოუებისთვის არ გვცალია, ჩვენ საქმეს ვაკეთებთ”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები