დავით ნარმანია: დარწმუნებული ვარ, პარლამენტის მხრიდან, სემეკ-ის წევრის თანამდებობაზე მხარდაჭერა მექნება

თბილისის ყოფილმა მერმა, დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას დაადასტურა ის ფაქტი, რომ გუშინ მისი კანდიდატურა საქართველოს მთავრობაში სემეკ-ის წევრის თანამდებობაზე წარადგინეს და ახლა პროცედურებს ელოდება.
როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, იმედოვნებს, რომ პარლამენტის მხრიდან, მას აღნიშნულ თანამდებობაზე მხარდაჭერა ექნება.
„ვადასტურებ, რომ გუშინ წარადგინეს ჩემი კანდიდატურა საქართველოს მთავრობაში, სემეკ-ის წევრად თანხმობის მოსაპოვებლად, რომლის შემდეგი პროცედურაც იქნება საქართველოს პარლამენტში წარდგენა. ველოდებით პროცედურებს და შესაბამისად, პროცედურების მიხედვით მოვიქცევით. დარწმუნებული ვარ, პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერა იქნება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები