ზედამხედველობის სამსახური „მეტეხის“ ეზოში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, სამშენებლო ობიექტს შეისწავლის

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, სამშენებლო ობიექტს შეისწავლის. შემთხვევის ადგილზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონი იმყოფებოდა.

ქეთევან წამებულის გამზირზე, სასტუმრო „მეტეხის“ ეზოში სარემონტო სამუშაოების დროს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ერთი მუშა გარდაიცვალა, ერთი კი მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამშენებლო სამუშაოებს შ.პ.ს „დეკო“ აწარმოებს. წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ამწე, რომელიც  საქარგილე კოჭების გადაადგილებას ახორციელებდა, ამოყირავდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება და შესაბამისი სამსახურები შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს დაადგენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები