ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქებისას დაზარალებული ოჯახები, ბინებით დაკმაყოფილდებიან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, ქალაქის მერ ლაშა კომახიძესთან ერთად, ხარიტონ ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების ადგილი კიდევ ერთხელ მოინახულა და სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს ექსპერტის შეფასებას ადგილზე გაეცნო. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, ოფიციალური დასკვნა მომავალ კვირას გახდება ცნობილი, თუმცა წინასწარი მონაცემებით, არსებული სახლის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს. დასკვნის საფუძველზე არსებული შენობა დასაშლელია, ახალ აშენებულ სახლში ყველა დაზარალებული ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს მიიღებს.

„ჩვენ ვმუშაობთ ქალაქის მერიასთან ერთად და დროულად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მოხდეს დაზიანებული შენობის დემონტაჟი და აშენდეს ახალი კორპუსი. მალე გვექნება პასუხი იმის შესახებ, თუ როგორც განხორციელდება მშენებლობა – მერის თანადაფინანსებით თუ მთლიანად ინვესტორის დახმარებით. მთავარი ამოსავალი ჩვენთვის, არის მოსახლეობის უსაფრთხოება, რომელიც დაცული იქნება ნებისმიერ შემთხვევაში”, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

10 დეკემბერს აფეთქების დროს დაზარალებული 9 ოჯახი, დროებითი საცხოვრებელი ფართებით, ბათუმის მერიამ იმავე დღეს დააკმაყოფილა. ბათუმის მერია აღწერის შედეგად დადგენილი ზარალის სრულად ანაზღაურებასაც გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები