კახეთში ავტომობილი საცხოვრებელ სახლს შეეჯახა

თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ავტომობილი ერთ-ერთი საცხოვრებელ სახლს შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევამდე მძღოლი ავტომანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში და გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა. რის შედეგადაც მან სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო და საავადმყოფოშია მოთავსებული.
ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები