საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ხონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის დირექტორი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, პირადი გამორჩენის მიღების მიზნით, ორგანიზაციის ბალანსზე არსებული მუნიციპალიტეტის კუთვნილი საგზაო ტექნიკით – გრეიდერით სარგებლობის სანაცვლოდ, ფიზიკურ პირს, ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, უკანონოდ გამოართვა 2 000 ლარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით  თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები