გიორგი ბირბიჩაძე ვაჟა-ფშაველას მე-2 კვარტლის მოსახლეობას შეხვდა

ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი თბილისის საკრებულოში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა  კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე ვაჟა-ფშაველას მე-2 კვარტლის I კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნულ მისამართზე სადარბაზოების რემონტი დასრულდა – განახლდა 6 სადარბაზოს კედლები, ჭერი და იატაკი. სამუშაოების შესასრულებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 32 359 ლარი დაიხარჯა. გარდა ამისა, დამატებით 14 სხვადასხვა სახის პროექტისთვის 111 169 ლარია გამოყოფილი.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის მიზნით, ვაკის რაიონში სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სულ, მიმდინარე წელს, პროგრამის ფარგლებში, 334 პროექტი განხორციელდა, რისთვისაც  2 650 741 ლარი დაიხარჯა.

ვაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა მოსახლეობისგან არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაციაც მოისმინა და ადგილობრივ მცხოვრებლებს კონკრეტული საკითხების ეტაპობრივად გადაჭრას დაპირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები