„ცენტრ-პოინტის“ საქმეზე სასამართლო სხდომა ვერ შედგა

თბილისის საქალაქო სასამართლო „ცენტრ-პოინტის“ საქმეზე გურამ რჩეულიშვილის საბოლოო სიტყვის მოლოდინშია. დღეს სასამართლო სხდომა ვერ შედგა.

სხდომები დაცვის მხარის მოთხოვნით ორი თვის განმავლობაში ვერ იმართებოდა, მიზეზი კი ადვოკატების გამოუცხადებლობა იყო.

იმისათვის, რომ პროკურატურა საპროცესო გარიგებას დათანხმდეს, კომპანიამ ინვესტორი უნდა შეარჩიოს, რომელიც შეჩერებულ მშენებლობებს გააგრძელებს.

ამ დრომდე მოლაპარაკებები  კომპანია M2-თან მიმდინარეობს, თუმცა დაზარალებულებს ჯერ კონტრაქტი არ დაუდიათ.

„ოთხი თვის განმავლობაში კომპანიების მხრიდან ობიექტების შესწავლა, გაცნობა და საბუთების შეგროვება მიმდინარეობდა. ბოლო ერთი თვეა მე ინვესტორი კომპანიისგან ველოდები ხელშეკრულების დრაფტს. ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ ხვალვე, რომ მოგვაწოდოს ინვესტორმა კონტრაქტი“, – განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები