ხვალ, gwp მთაწმინდის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს

ხვალ, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, მთაწმინდის რაიონში ახალ, ევროსტანდარტის წყლის წნევის რეგულატორებს დაამონტაჟბს.
კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 14 დეკემბერს 15:00 საათიდან ღამის 02:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
მთაწმინდის რაიონში:
კოჯორს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები