მამუკა ბახტაძე: ბოლო 5 წელიწადში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაორმაგებულია

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარლამენტში წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ყურადღება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე გაამახვილა.

„ბოლო წლებში ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მამოძრავებელ ძალად ჩამოყალიბდა და მიმდინარე ანგარიშის ხარჯების დაფინანსების გადამწყვეტ კომპონენტად იქცა. ბოლო 5 წელიწადში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაორმაგებულია. 2016 წელს, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვმა პირველად გადააჭარბა 6 მილიონს. წელს კი, 11 თვის მდგომარეობით, საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით, 7 მილიონს შეადგენს. ჩვენი პროგნოზით 2017 წელს, საქართველოს ეკონომიკა მიიღებს ამ სექტორიდან 2,8 მლრდ აშშ დოლარამდე შემოსავალს საერთაშორისო ტურიზმიდან”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები