“დედაქალაქის ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებაა”

„დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტი, ძირითადად, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის მოწესრიგებაზე იქნება ორიენტირებული“, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“ყველაზე მთავარი მიმართულება იქნება ისტორიული არეალების რეაბილიტაცია, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია, გუდიაშვილის მოედანი და, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ძირითადად, მეტროსადგურების რეაბილიტაცია და მეტროს შემადგენლობების მოდერნიზაცია უნდა მოხდეს. ეს არის 2018 წლის თბილისის ბიუჯეტის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიმართულება”, – განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ვიცე-მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები