ვარკეთილში, ავტომობილი ფეხით მოსიარულე მამაკაცს შეეჯახა

ვარკეთილში „ფორდის“ მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულე მამაკაცს შეეჯახა, რის შედეგადაც, ახალგაზრდა მამაკაცმა თავის ტრავმა და სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.
როგორც „კვირას“ თბილისის სასწარაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზდა მამაკაცი ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები