საბერძნეთში 3 ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს
საბერძნეთში ქართველი „კანონიერი ქურდები“ დააკავეს. 63 წლის დათო სებისკვერაძეს, მეტსახელად „დათო ქუთაისკის” 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
მასთან ერთად დააკავეს კიდევ 2 ქართველი „კანონიერი ქურდი“, შოთა ასათიანი (შოთა ბოლნისკი) და ლაშა უგრელიძე, მეტსახელად „სტალინი“. სასამართლომ მათ თავისუფლების აღკვეთა 16-17 წლით მიუსაჯა.
როგორც რუსული გამოცემა www.primecrime.ru იუწყება, სებისკვერაძისა და მისი თანამზრახველების დაკავება, ლაშა შუშანაშვილის სასამართლო პროცესის შემდეგ, ბერძენი სამართალდამცველებისთვის, ქურდულ სამყაროსთან ბრძოლაში მიღწეული ყველაზე დიდი წარმატებაა.
„ჩვენი მონაცემებით, რამდენიმე ათეული „კანონიერი ქურდი“ საბერძნეთში ცხოვრობს, რომლებიც ძირითადად თბილისიდან, რუსთავიდან და ქუთაისიდან არიან“, აღნიშნულია გამოცემა www.primecrime.ru-ს განცხადებაში.