შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტი გამოავლინა (ვიდეო)

0

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხაშურში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 1966 წელს დაბადებული გ.ძ. გამოავლინეს და ამხილეს.
სამართალდამცველებმა ხაშურში, ოქტომბრის ქუჩაზე, მხილებულის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანის ძარაზე ფიჭვის ჯიშის ხის, უკანონოდ მოჭრილი, 22 სამმეტრიანი სამასალე მორი აღმოაჩინეს.
გამოძიება მიმდინარეობს ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯარიმას ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი